გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობებს. თანხმობის ღილაკზე დაჭერით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გესმით და ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პუნქტებს:
-
1. თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა (No Refund)
ვაცნობიერებ და ვეთანხმები, რომ გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას არანაირ შემთხვევაში. სერვისი (ტრეიდინგის კურსი/VIP ჯგუფი) წარმოადგენს ციფრულ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელზეც წვდომას ვიღებ მომენტალურად.
-
2. მაღალი რისკის გაფრთხილება
ვადასტურებ, რომ მესმის — კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაკავშირებულია მაღალ ფინანსურ რისკებთან და ბაზრის არასტაბილურობამ შესაძლოა გამოიწვიოს თანხის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.
-
3. გარანტიის არარსებობა
ვაცნობიერებ, რომ არ არსებობს გარანტია კონკრეტულ მოგებაზე, სიგნალების 100%-იან სიზუსტეზე ან შედეგზე. CryptoLab-ის გუნდი იყენებს მაქსიმალურ რესურსს საუკეთესო ანალიზისთვის, თუმცა ბაზრის ბუნებიდან გამომდინარე, წარმატება გარანტირებული ვერ იქნება.
-
4. საინფორმაციო ხასიათი (Not Financial Advice)
ვეთანხმები, რომ ჯგუფსა და კურსში მიღებული ყველა კრიპტო სიგნალი, სტრატეგია თუ მასალა ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათს. ეს არ წარმოადგენს პირდაპირ ფინანსურ რჩევას.
-
5. პირადი პასუხისმგებლობა
ვადასტურებ, რომ სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციასა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე. CryptoLab არ არის პასუხისმგებელი ჩემს ფინანსურ ზარალზე.
-
6. კონფიდენციალურობა და საავტორო უფლებები
ვეთანხმები, რომ VIP ჯგუფში ან კურსში გაზიარებული ინფორმაციის (ვიდეოები, სქრინები, სიგნალები) გარეთ გამოქვეყნება, გადაგზავნა ან სხვა პირებისთვის გაზიარება მკაცრად აკრძალულია. ამ პუნქტის დარღვევა გამოიწვევს წვდომის დაუყოვნებლივ გაუქმებას თანხის დაბრუნების გარეშე.